1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინას აქვს ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს – იენს სტოლტენბერგი
უკრაინას აქვს ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს – იენს სტოლტენბერგი

უკრაინას აქვს ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს – იენს სტოლტენბერგი

416
0

უკრაინას აქვს ზუსტად ისეთივე სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, როგორც ნორვეგიას, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც ნატო-ს წევრობა აირჩიეს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Fox News-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ნატო-სა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას ეხებოდა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო ომის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა.

„მე ნორვეგიიდან ვარ. ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან. როდესაც ნორვეგია ნატო-ს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირმა ამას პროვოკაცია უწოდა. ეს არ იყო პროვოკაცია. ყველა სუვერენული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს უფლება აქვს ნორვეგიას, ეს უფლება აქვს შვედეთსა და ფინეთს, ასევე უკრაინასაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პუტინმა არ მიაღწიოს საწადელს უკრაინაში, რადგან ეს წაახალისებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს.

„დღეს არის უკრაინა, ხვალ შეიძლება იყოს ტავიანი. ამიტომ ეს არის კარგი საქმე ჩვენთვის, ასევე აშშ-ისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და გარკვეულ ეტაპზე მოვიწვიოთ ალიანსის სრულუფლებიან წევრად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭრის აუცილებლობაზეც. მისი თქმით, ეს ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.