უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას განაგრძობს – უკრაინული მედია
4.63K
0
უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას, რომელიც თვითმფრინავებისა და რაკეტების აწყობაში გამოიყენება, ომის დროსაც აგრძელებს.
ინფორმაციას RBC-უკრაინა, ინდუსტრიულ წყაროებზე და მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტიტანის მადნების მსოფლიო მარაგის 20% სწორედ უკრაინაშია კონცენტრირებული, მაგრამ ძირითადად, კონცენტრატი ქვეყნიდან უბრალოდ ექსპორტზე გადის. 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე, სახელმწიფო გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ, ტიტანის შემცველი საბადოდან 82,2 ათასი ტონა მოპოვებული მასალის ექსპორტი განახორციელა.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის შუამავლების მეშვეობით შევიდა.