1. Home
  2. სხვა
  3. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – უკრაინის საგარეო უწყება
0

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – უკრაინის საგარეო უწყება

220
0

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მე-14 წლისთავის ეხმიანება.

 

როგორც უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მსოფლიო საზოგადოებისგან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე სათანადო პასუხის არმიღებისას, 2014 წელს რუსეთმა განაგრძო დამპყრობლური ქმედებები უკრაინაში.

„7 აგვისტოს 14 წელი შესრულდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ბოროტების დაწყებიდან. თითქმის დეკადანახევრის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ინარჩუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მსოფლიო საზოგადოებისგან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე სათანადო პასუხის არმიღებისას, 2014 წელს რუსეთმა განაგრძო დამპყრობლური ქმედებები უკრაინაში – განახორციელა ყირიმისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უნდა განახორციელოს, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 14 წელი გავიდა.

412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი –  აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.