1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უხერხულიც არის, სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება გააკეთო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან -გია ვოლსკი
უხერხულიც არის, სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება გააკეთო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან -გია ვოლსკი

უხერხულიც არის, სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება გააკეთო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან -გია ვოლსკი

582
0

უხერხულიც არის, სტრატეგიული შეხვედრის ორგანიზება გააკეთო პრეზიდენტის ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, რომელმაც შესაძლოა, სასაუბროდ შემოიტანოს საკითხები, რომელიც მას არც ეხება, უხერხული სიტუაცია უნდა მოვიკითხოთ იმ მხარეს, საიდანაც საყვედური გაისმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა

ვოლსკის თქმით, ამ ფორმატში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ორგანიზება არარელევანტური იქნებოდა.

„ამ შემთხვევაში არანაირად არ ირღვევა კონსტიტუცია განსხვავებით იმისგან, რაც ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა. აშკარად დაარღვია კონსტიტუცია და ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა დასკვნა. ცოტა უხერხულიც არის, როცა სერიოზულ, მაღალი დონის სტრატეგიულო თემებზე საუბრობ, შეხვედრის ორგანიზება გაკეთო იმ ინსტიტუტის ფორმალურ წარმომადგენელთან, რასაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ჰქვია და გადაიტანო ყურადღება იმ თემებზე, რაც შესაძლოა, უცებ წაროეშვას სალომე ზურაბიშვილს, სასაუბროდ შემოიტანოს საკითხები, რომლებიც მას პირადად არც ეხება. ამასთან, მის ავტორიტეტზეც ძალიან ცუდად მეტყველებს ის, რომ კონსტიტუციას დაუპირისპირდა და საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა კონკრეტული ვერდიქტი. ასე რომ, კონსტიტუციის დარღვევა, თვითონ უხერხული სიტუაცია უნდა მოვიკითხოთ იმ მხარეს, საიდანაც ეს საყვედური გაისმა.

ეს არ არის ნდობა-არნდობის საკითხი. აქ არის ფორმატი, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას, პოზიციების გაზიარებას. ეს ფორმატი არსებობს და არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავად ადამიანი, რომელიც ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფორმალურად არსებობს. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტიტუციის დარღვევას ყველა აღიარებს. ასე რომ, ამას ნუ დავარქმევთ პიროვნულ დამოკიდებულებას. ამ ფორმატში ამ შეხვედრის ორგანიზება იქნებოდა არარელევანტური“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველოს-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა: „მივესალმები სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.~