1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა” – „საქაერონავიგაცია“

“უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა” – „საქაერონავიგაცია“

“უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა” – „საქაერონავიგაცია“
81
0

საქაერონავიგაცია“ ადასტურებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა, თუმცა უარყოფს გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა“.

საქაერონავიგაციის“ განმარტებით, დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი და პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება.

„გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. „საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული – ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

გერმანული გამოცემის Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავს, რითიც საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მგზავრობდა, თბილისის აეროპორტში დაშვებისას პრობლემა შეექმნა. 

 

გამოცემის ცნობით, პირველი მცდელობისას თვითმფრინავის დაჯდომა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა.

 

Spiegel-ი წერს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან ჩამოსული Airbus A340-300 თბილისში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა დაშვებულიყო და დაახლოებით 23:20 საათზე დაჯდა.

 

გამოცემის ცნობით, მეორე მცდელობის შედეგად თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უპრობლემოდ დაეშვა.