1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

194
0

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და ასევე, გიორგი ამილახვარის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს.

კოვზანაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა. დანარჩენი ოთხი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება გახდა.

როგორც პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მრჩეველი გახდა, რაც პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობაა. რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დაინიშნა.