უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია.
„გაერთიანებაზე 2 კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ამ ისტერიკებს სჯობს გარკვეულ გაერთიანებაზე იფიქრონ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იქით. ჩვენ არასად არავინ დაგვიპატიჟებია, შევთავაზეთ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საერთო სტრატეგია არ უნდათ, მგონია, რომ არც ოპოზიციონერები არიან. საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია, რა გვინდა იმ საკითხზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ვინ როგორ დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ეს მათი საქმეა. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდნენ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.