1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თუ ვინმე მხილებულია ძალადობაში მონაწილეობაში, პირდაპირი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ – ბექა ლილუაშვილი
თუ ვინმე მხილებულია ძალადობაში მონაწილეობაში, პირდაპირი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ – ბექა ლილუაშვილი

თუ ვინმე მხილებულია ძალადობაში მონაწილეობაში, პირდაპირი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ – ბექა ლილუაშვილი

184
0

“ქართული ოცნება” იმ პირების მონაცემთა ბაზას შექმნის, რომლებიც, მმართველი გუნდის შეფასებით, ძალადობრივ პროცესებში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულები. ოპოზიცია თვლის, რომ მმართველი გუნდის ახალი ინიციატივა საზოგადოებაში დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს. 

გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოცნების ე.წ მორალური პოლიცია და სიები არ იმუშავებს.

“მე ჩამწერონ პირველი ამ სიაში და მეორე პაატა მანჯგალაძე. თუ გინდათ ჩვენი ხელით გავუგზავნით განცხადებას. დარწმუნებული ვარ არც ეს მორალური პოლიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ იმუშავებს. ჩვენ კი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანს,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმე ძალადობაში მხილებულია ხელისუფლებამ პირდაპირი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯები უნდა გადადგას. 

“თუ ვინმე მხილებულია ძალადობაში მონაწილეობაში პირდაპირი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ.

ყველაზე დიდი რისკი ახლა რაც არის სამოქალაქო დაპირისპირების, ამას ხელისუფლება ხელს უწყობს ხელისუფლება ასეთი ტიპის ნაბიჯებით. ხელისუფლებაა ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი და არა ვიღაც ორი არაადეკვატური ოპოზიციონერი, რომელიც რაღაც mona.ge აკეთებს და ამისთვის არასდროს მხარი არ დაგვიჭერია,”- აცხადებს ლილუაშვილი.