1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თუ რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებლად ცნობთ, დიპლომატიურ კავშირს გავწყვეტთ”- ზახაროვა აშშ-ს
“თუ რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებლად ცნობთ, დიპლომატიურ კავშირს გავწყვეტთ”- ზახაროვა აშშ-ს

“თუ რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებლად ცნობთ, დიპლომატიურ კავშირს გავწყვეტთ”- ზახაროვა აშშ-ს

592
0

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის  მარია ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ შესაძლოა, აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთი მზად არის სიტუაციის განვითარების ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის.

„ამერიკელმა კანონმდებლებმა, როგორც ჩანს, ანტირუსულ ლტოლვაში ყველა არსებული სანქციების ინსტრუმენტები გაიარეს, რაც დიდწილად არაეფექტური აღმოჩნდა, საბოლოოდ დაიშალა და უკვე დაიწყეს ისეთი, მათი აზრით, ძლიერი იარაღის შემუშავება, როგორიცაა მოსკოვის გამოცხადება, როგორც მათ თქვეს, ტერორიზმის სპონსორად. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის და თუ ვაშინგტონი მოსკოვთან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტას გადაწყვეტს, ამაზე არ ვიღელვებთ“ – თქვა ზახაროვამ.

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო დეპარტამენტს, მოუწოდა  აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებების გამო.