1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, ვიდრე სხვის დანაშაულებს გამოიძიებს”-ლევან ქარუმიძე
“ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, ვიდრე სხვის დანაშაულებს გამოიძიებს”-ლევან ქარუმიძე

“ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, ვიდრე სხვის დანაშაულებს გამოიძიებს”-ლევან ქარუმიძე

335
0

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ევროპის საბჭოს მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მსჯავრდებულის და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელია. ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს“, – წერს ქარუმიძე.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.