
წყალი დილამდე შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისში, ქუჩების ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდება.
„გლდანი, ბარალეთის ქ. N 2 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/25/2025 19:20 დან 5/26/2025 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ავჭალაში- ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, ანდრონიკაშვილის 1 შესახვევი, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთელის და რიონის ქუჩებს
დიდუბე, აბასთუმნის ქ. N 8 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/25/2025 11:00 დან 5/25/2025 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ცაბაძს N17, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის N137
თევდორე მღვდლის ქ. N2-N16 (ლუწები),N1-N15 (კენტები), ცაბაძის ქუჩას.
წინამძღვრიშვილი 174-200 (ლუწები) 125-137 (კენტები), ბორჯომის ( იგივე ლებანიძე) წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 26/05/2025 11:00-მდე“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.