1. Home
  2. TOP სიახლე
  3. წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ – არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა? – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ ინფორმაციაზე
წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ – არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა? – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ ინფორმაციაზე

წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ – არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა? – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ ინფორმაციაზე

599
0

რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს, ვერ გავიგე – არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა ჰგონია ახლა?! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, „ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“.

მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ წუმპედან ამოიყვანა და რომ არა მათი მხარდაჭერას, მას სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა.

„მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს. ადამიანი, რომელიც საერთოდ წუმპედან ამოიყვანა “ქართულმა ოცნებამ”, მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის, პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. დიახ, დიახ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მანამდე აირჩევდნენ ასარჩევი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ვიდრე მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ხომ?! ზურაბიშვილს რა უკვირს?! როცა გამოვიდა და თავის ადმინისტრაციასთან ათასობით მისულ საქართველოს მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ ქვეყანას, საქართველოს უღალატა, ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ვერ გავიგე?! არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა გონია ახლა?! რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.