1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპი: უნდა ვიცოდე, რომ უკრაინას დარეგულირება სურს, თუ მათ არ სურთ დარეგულირება, ჩვენ გავდივართ
ტრამპი: უნდა ვიცოდე, რომ უკრაინას დარეგულირება სურს, თუ მათ არ სურთ დარეგულირება, ჩვენ გავდივართ

ტრამპი: უნდა ვიცოდე, რომ უკრაინას დარეგულირება სურს, თუ მათ არ სურთ დარეგულირება, ჩვენ გავდივართ

1.85K
0

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, შეერთებული შტატები არ აპირებს კიევისთვის დახმარების აღდგენას, სანამ არ დარწმუნდება, რომ უკრაინელებს მშვიდობა სურთ. და საერთოდ, აშშ-ს შეუძლია თავი დააღწიოს ამ კონფლიქტს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა აღდგეს თუ არა უკრაინას სამხედრო დახმარება, რუსეთის შეტევის ფონზე, ტრამპმა განაცხადა, რომ მან „უნდა იცოდეს, რომ უკრაინელებს სურთ მოლაპარაკება მშვიდობის შესახებ“.

„არ ვიცი, უნდათ თუ არა ომის დასრულება. თუ მათ არ სურთ ომის დასრულება, ჩვენ წავალთ. და მე ამას ვაკეთებ. მე ვაკვირდები, რა ხდება ევროპაში ბოლო კვირაა, ეს შეიძლება დასრულდეს მესამე მსოფლიო ომით“, – აცხადებს  ტრამპი. 

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს.

ტრამპის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა არ იციან როგორ დაასრულონ ომი უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე ზუსტად იცის, რა არის ამისთვის საჭირო.

„ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. და, იცით, მას სურს ომის დასრულება. ეს იყო ომი, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო. მე ვესაუბრე ვლადიმირს ამაზე. უკრაინა ყოველთვის იყო მის ყურადღების ცენტრში, მაგრამ მას არასდროს სურდა იქ წასვლა“, – დასძენს ტრამპი.