1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააუქმოს, თუ შაბათამდე ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ
ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააუქმოს, თუ შაბათამდე ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ

ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააუქმოს, თუ შაბათამდე ყველა მძევალს არ გაათავისუფლებენ

3.78K
0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელს მოუწოდა, გააუქმოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „ჰამასთან“, თუ ის შაბათამდე არ დააბრუნებს ყველა მძევალს, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფებიან.

„თუ ყველა მძევალი არ დაბრუნდება შაბათს 12 საათამდე – ვფიქრობ, რომ ეს შესაფერისი დროა – გააუქმეთ ის, დაე ჯოჯოხეთი ატყდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. „პატიმრების (ისრაელელი მძევლები) გათავისუფლება, რომელიც მომავალ შაბათს, 2025 წლის 15 თებერვალს იყო დაგეგმილი, შემდგომ შეტყობინებამდე გადაიდო, სანამ საოკუპაციო რეჟიმი ბოლო კვირების განმავლობაში აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, – განაცხადა „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ.