1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტრამპი: ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე, ვსაუბრობთ გამყოფ ხაზებზე, ვსაუბრობთ უკრაინული ელექტროსადგურების მფლობელობაზე
ტრამპი: ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე, ვსაუბრობთ გამყოფ ხაზებზე, ვსაუბრობთ უკრაინული ელექტროსადგურების მფლობელობაზე

ტრამპი: ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე, ვსაუბრობთ გამყოფ ხაზებზე, ვსაუბრობთ უკრაინული ელექტროსადგურების მფლობელობაზე

432
0

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და კიევი ძალიან მალე დადებენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შემოსავლების განაწილების შესახებ შეთანხმებას.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან განიხილავს ამერიკული კომპანიების მიერ უკრაინის ელექტროსადგურების მფლობელობის შესაძლებლობას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ელექტროსადგურებზეა საუბარი.

„ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ტერიტორიაზე. ვსაუბრობთ გამყოფ ხაზებზე, ვსაუბრობთ ელექტროსადგურების მფლობელობაზე. ზოგიერთი ამბობს, რომ აშშ უნდა ფლობდეს ელექტროსადგურებს, რადგან ჩვენ გამოცდილება გვაქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა