ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
1.80K
0
იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ჰანედას აეროპორტში დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, არსებობს ვარაუდი, რომ დაშვების დროს იაპონური ავიახაზების თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავს შეეჯახა.
ავიაკომპანია იტყობინება, რომ ბორტზე მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
„ამჯერად ჩვენ ვაფასებთ ზარალის ოდენობას“, – ამბობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი იაპონურ მედიასთან.