თითოეული თქვენგანის დაზიანების ფოტო-ილუსტრაცია გავაცანი ევროპელ დეპუტატებს, ვაჩვენე ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმას თვალსაჩინოს ხდიდა – თეა წულუკიანი პოლიციელებს
„მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ორმა მონიტორმა, მომხსენებელმა საქართველოდან ჩამოიტანა ამბავი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას ბოლომდე ეთანამშრომლა. ამ ნაწილში მაღალი დონის პატიოსნება გამოიჩინეს და თქვეს სიმართლე, მათ დღეს ეს ყველა ფორმატში აღნიშნეს და არიან კმაყოფილნი, რომ ყველასთან და ყველგან დაშვება ჰქონდათ. ამიტომ, მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს, მთავრობას, სხვადასხვა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებას, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა ამ ვიზიტის სწორად ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხსენებლებმა თქვეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მონიტორინგის კომისიას შეუქმნას მუშაობის კარგი პირობებიო. ეს რომ სხვანაირად ეთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე იქნებოდა უფრო რთულად.
რაც შეეხება დანარჩენს, მათ თავიანთ პოლიტიკურ მოკავშირეებს გარკვეული კოჭები უგორეს, სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა და უფრო ნაკლებად გამოიყენეს ის მტკიცებულებები, რაც ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მათ მიაწოდეს, რის გამოც მე მქონდა საპასუხო პოზიცია დახურულ სხდომაზე. მინდა ჩვენ თითოეულ პოლიციელს ვუთხრა, რომ მე თითოეული თქვენგანის დაზიანების ფოტო-ილუსტრაცია გავაცანი ევროპელ დეპუტატებს, ვაჩვენე ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ძალოვან სტრუქტურებზე თავდასხმას და მათი უფლებების ხელყოფას თვალსაჩინოს ხდიდა და ამ მხრივ, ეს რაღაცნაირად გამოვასწორეთ, მაგრამ მომხსენებლებმა ეს მორიდებულად ახსენეს, სამწუხაროდ, მხოლოდ თავიანთ მოხსენებაში. უფრო მეტი დრო დაუთმეს იმას, რომ დემონსტრანტები არიან დაზიანებულები, რაც, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ სამართლიანობას უნდა ჰქონდეს თავისი ფასი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
27-31 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი ზამთრის სესია მიმდინარეობს.