1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „თიბისის“ მხარდაჭერით ტექღონისძიება – VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა
„თიბისის“ მხარდაჭერით ტექღონისძიება – VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა

„თიბისის“ მხარდაჭერით ტექღონისძიება – VMUG Georgia-ს შემოდგომის სერია გაიმართა

255
0

VMware User Group (VMUG) Georgia-ს ინიციატივით 15 სექტემბერს ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა. „თიბისის“ მხარდაჭერით, შემოდგომის სერიაზე ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ვირტუალიზაციის სფეროს სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე VMUG-ის ლიდერებმა, ირაკლი ბეროშვილმა და დავით ბერაიამ VMware-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათთან ერთად სცენაზე უფროსი ტექნიკური მენეჯერი (Senior Technical Account Manager), ვლადიმირ მიტკო წარსდგა. მან დამსწრე საზოგადოებას VMware-ის აუცილებლობაზე მოუთხრო და კომპანიაში მისი დანერგვის გამოცდილებაც გაუზიარა. ღონისძიებაზე დამსწრეებს თიბისის ტექნოლოგიური გამოცდილება და შესაძლებლობები ზურაბ ტალიკაძემ გაუზიარა.

“ღონისძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი გავიცნოთ და გამოცდილება გავცვალოთ. თიბისი დიდი ტექ ორგანიზაციაა და საინტერესო სიახლეების დანერგვის საშუალება გვაქვს, თუმცა არიან პროფესიონალები, რომლებიც პატარა კომპანიებში მუშაობენ და მსგავსი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზრდით”- აცხადებს „თიბისი ჯგუფის“ IT ინფრასტრუქტურის არქიტექტორი,ზურაბ ტალიკაძე.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზრდა.

(R)