1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისის მხარდაჭერით პროექტი – “აჭარული მზითვის ფერი” – გრძელდება
თიბისის მხარდაჭერით პროექტი – “აჭარული მზითვის ფერი” – გრძელდება

თიბისის მხარდაჭერით პროექტი – “აჭარული მზითვის ფერი” – გრძელდება

142
0

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, 7 მაისს, ფართო საზოგადოებას საშუალება ექნება დაესწროს ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პერფორმანსს აჭარული ნაქარგობების თემაზე და იხილოს ფილმი „აჭარული მზითვის ფერი, რომელიც პარიზის მოდის ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისის“ ცნობით, „აჭარული მზისთვის ფერი“ კიდევ ერთი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტია, რომლის მხარდაჭერასაც „თიბისი“ განაგრძობს.

„პროექტი აჭარული ნაქარგობის ტრადიციის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. „თიბისის“ მხარდაჭერით, ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს მაღალმთიან აჭარაში ქარგვის ტრადიციების თანამედროვე მედიუმებში გადმოტანას.

მხარდაჭერის ფარგლებში არაერთი ერთობლივი ინიციატივა განხორციელდა: „თიბისი“ კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის – „აჭარული მზითვის ფერი” – ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია.

ახალი თაობისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი შენარჩუნების მხარდაჭერა „თიბისისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პროექტის შემდგომი ეტაპის მიზანია აჭარული კულტურული მემკვიდრეობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა.

ამ მიზნით, ადგილობრივი ქალების მიერ აჭარული ნაქარგობით გაფორმებული მაისურები ირმა შარიქაძის ბრენდთან Irma de Flore თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 100 უნიკალური საჩუქარი „თიბისის“ და ფოტოხელოვანის პარტნიორებს თემის შინაარსის უკეთ გაცნობის მიზნით გადაეცა.

„თიბისის“ მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში – “აჭარული მზითვის ფერი”- კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივაა დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული კონტექსტის პოპულარიზაციას მათ ხელახლა აღმოსაჩენად და შესანარჩუნებლად, თემის გარშემო შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს კი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.