თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, 23 დეკემბრიდან სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
შეთავაზება მოქმედებს აბონემენტის შემდეგ ონლაინ პლატფორმებზე შეძენისას: Tkt.ge, Superapp, Biletebi.ge, SKIPASS App და მისი გამოყენება საქართველოს ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე შეგიძლიათ. ერთი ბარათით შესაძლებელია მაქსიმუმ ორი – ბავშვის, მოზარდის (13-18 წელი) ან ზრდასრულის აბონემენტის შეძენა.
აბონემენტების შეძენა 23 დეკემბრის 12:00-დან იქნება შესაძლებელი და რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ შეძენის სურვილის შემთხვევაში, იჩქარეთ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, იხელმძღვანელეთ შერჩეულ ონლაინ პლატფორმაზე (Tkt.ge, Superapp, Biletebi.ge, skipass.ge) მითითებული ფასდაკლების მიღების მექანიკით. დამატებითი ინფორმაცია განთავსდება თიბისი კონცეპტის ვებგვერდზე.
თუ ფასდაკლებული პროდუქტები არ გამოჩნდება, ამ შემთხვევაში, აბონემენტების რაოდენობა ამოწურულია.
ფასდაკლება იმოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Visa ბარათებზე.
გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით.