1. Home
  2. TOP სიახლე
  3. The Washington Post -“აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება”
The Washington Post -“აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება”

The Washington Post -“აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება”

302
0

„ამერიკელმა ჩინოვნიკებმა – გენერალურმა ინსპექტორებმა თავდაცვის სამინისტროდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან, რომლებიც გასულ კვირას კიევს სტუმრობდნენ, გააფრთხილეს უკრაინელები, რომ მათ იმ ყველაფრის ხარჯვაზე ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ, რითაც მათ ვაშინგტონი ეხმარება“, – ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ უკრაინას აფრთხილებს:  მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ (ავტორები – ოლივერ ნოქსი და ქეროლაინ ანდერსონი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

უკრაინაში ვიზიტის დროს, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, აშშ-ის სამი უწყების გენერალური ინსპექტორები ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, რომლის დედააზრი ასეთია: „მზად იყავით ანგარიშის ჩასაბარებლად იმ ყველაფრისათვის, რასაც გაძლევთ. გააგრძელეთ  კორუფციასთან ბრძოლაც“.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის დიანა შოუს თქმით, კიევში ყოფნის დროს მათ უკრაინის მთავრობას ასე მიმართეს: „ამერიკელი გადასახადის გადამხდელები თქვენგან ანგარიშის ჩაბარებას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ობიექტური იქნება“. „ამ მიმართვის მნიშვნელობა ძალიან დიდია“, – ხაზს უსვამს დიანა შოუ და იქვე დასძენს, რომ „სამივე უწყების სურვილია უკრაინაში ყოველგვარი თაღლითობა, მფლანგველობა და კორუფცია აღმოიფხვრას“.

 

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალური ისპექტორის ნიკოლ ანგარელის განცხადებით, „ჩვენ უკრაინელებს ვაცნობეთ, რომ აშშ-სათვის ძალზე მნიშვნელოვანია დროულად მიიღოს ანგარიში და ღია იყოს წვდომა მთავრობის ინფორმაციებზე. რაც შეიძლება მეტად უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი აუდიტები და გამოკვლევები“.

 

ამერიკული ფედერალური უწყებების გენსინსპექტორების ვიზიტი კიევში განხორციელდა იმ უკმაყოფილების ფონზე, რასაც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები გამოხატავენ უკრაინისადმი სულ უფრო მზარდი დახმარების გაწევის მიმართ. როგორც ცნობილია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და დემოკრატები ჯერ კიდევ შარშან გააფრტხილა, რომ რესპუბლიკური პარტია „უკრაინისათვის წინასწარ შეუვსებელ ჩეკებს აღარ გასცემს“. მხედველობაშია ის გარემოება, რომ უკრაინას ომის დაწყების პირველ ეტაპზე თვითონ შეეძლო დაესახელებინა იმ თანხის რაოდენობა, რაც მას ჭირდებოდა, ამერიკა კი უკან არ დაიხევდა და მისცემდა.

 

თუმცა დემოკრატიული პარტიაში თვლიან, რომ სანერვიულო და სადარდებელი არაფერი არ არის. სენატორ კრის კუნსის თქმით, მას სულაც არ ადარდებს ის შესაძლებლობა, რომ ამერიკული იარაღი უკრაინიდან შეიძლება „შავ ბაზარზე“ აღმოჩნდეს. სენატორის „არხეინად ყოფნის“ საფუძველი ისაა, რომ მას სჯერა: უკრაინელები ბოლომდე სარგებლობენ იმით, რასაც ამერიკა აძლევს და იარაღი „შავ ბაზარზე“ არ მოხვდება“.

 

„მე პირადად არაერთხელ ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს – იმოქმედეთ ისე, რომ ჩვენ შეშფოთების საფუძველი არ გვქონდეს, გააგრძელეთ გამჭვირვალე მუშაობა და ძალისხმევა იმ მიზნით, რომ ანგარიშგება მკაცრი და ობიექტური იყოს იმ ყველანაირი ამერიკული დახმარების შესახებ, რასაც ჩვენ უკრაინაში ვგზავნით“, – ამბობს სენატორი კრის კუნსი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტთან საუბარში.

 

წყარო