1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მართლა მაინტერესებს – რას ნიშნავს საჯაროდ აწამებენ???”- ლევან ლორთქიფანიძე
“მართლა მაინტერესებს – რას ნიშნავს საჯაროდ აწამებენ???”- ლევან ლორთქიფანიძე

“მართლა მაინტერესებს – რას ნიშნავს საჯაროდ აწამებენ???”- ლევან ლორთქიფანიძე

1.30K
0
“რაიმე წამალი სჭირდება და არ აძლევენ? რომელიმე პროფილის ექიმი სჭირდება და მის მომსახურეობას არ სთავაზობენ?”- წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი,   ლევან ლორთქიფანიძე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
 
“მართლა მაინტერესებს – რას ნიშნავს საჯაროდ აწამებენ??? წამების განმარტება, დეფინიცია მჭირდება…
 
ურტყამენ? ცემენ? სიგარეტს აწვავენ სხეულზე? წყლით სავსე ბოთლებს უბრაგუნებენ? აბამენ და მერე მის ყურთან პორცელანის თეფშზე ვერცხლის დანა-ჩანგალს უხახუნებენ? ღამღამობით ჩაჩურჩულებენ, რომ მის შვილებს რაიმეს დაუშავებენ? ემუქრებიან რომელიმე საყვარელი ადამიანის განადგურებით? ვინმე შედის მის იზოლირებულ ოროთახიანში და ამცირებს? აფურთხებს? აშინებს?
აშიმშილებენ? წყალს არ ასმევენ?
 
რაიმე წამალი სჭირდება და არ აძლევენ? რომელიმე პროფილის ექიმი სჭირდება და მის მომსახურეობას არ სთავაზობენ?
 
წამება შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ კაცს არ სურს სასჯელის მოხდა, ციხეში ცუდად გრძნობს თავს და გარეთ უნდა, მიზნის მისაღწევად შეგნებულად უარს ამბობს რიგ სპეციალისტთა დანიშნულების შესრულებაზე, მედიკამენტების მიღებაზე, პროცედურების ჩატარებაზე, სახელმწიფო კი მის განსაკუთრებულ ნატვრას არ ასრულებს ?!!!
 
თანაც ჯერჯერობით! ბოლოს მაინც გადაუვადებენ, ალბათ… მისი მოკვლა რაში აწყობს ამ უსახო მთავრობას?”- წერს სოციალურ ქსელში ლევან ლორთქიფანიძე