
,,ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს” – უახლესი დღეების განახლებული პროგნოზი
როგორი ამინდი იქნება საქართველოში – ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე “პრაიმტაიმთან” საუბრობს.
„17 აპრილიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც +17 +19 გრადუსამდე მოიმატებს.
ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან. აპრილის ბოლოს, შესაძლებელია, ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.
რაც შეეხება აღდგომის დღეებს, 20 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება. 20 აპრილს უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.