1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ, ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით
თეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ, ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით

თეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ, ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით

2.15K
0

„სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით და როგორ გააუბედურა მაშინდელი საშუალო ასაკის ადამიანების ცხოვრება და ოჯახები, ახალგაზრდების ცხოვრება, არასრულწლოვანების ცხოვრება“, – ამის შესახებ გადაცემა „იმედის კვირაში“-ში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამართული მოსმენებზე საუბრისას განაცხადა.

„იმდენი საქმე შემომივიდა მაგიდაზე საქართველოდან [ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში], რომ თვეებთან ერთად ბოლოს, ასეთი ხუმრობაც კი იყო დასავლეთ ევროპელი ჩემი კოლეგებისგან, რომ წულუკიანი აღარ ჩანს ქაღალდებშიო.

ყველა საქმეში იყო წამება, უბედურება, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, მკვლელობები, უსამართლო სასამართლო, ქონების რეკეტი და ასე შემდეგ. მე ამ საქმეების გამო გადავწყვიტე რომ გადამდგარიყავი და 10 წლის თავზე დავბრუნდი საქართველოში, მაშინ, როცა დღესაც შემეძლო იქ მუშაობა, 65 წლის ასაკამდე შემეძლო იქ ვყოფილიყავი. ეს წლები მახსენდება, როდესაც საბუთებთან მუშაობით მე მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა უბედურება, ეს მძიმე მოსასმენია”, – განაცხადა წულუკიანმა.