1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი გაიზარდა
თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი გაიზარდა

თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი გაიზარდა

349
0

თბილისში, აგვისტოში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 26% გაიზარდა – განახლებული მაჩვენებლები Colliers Georgia-მ გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში ახალი ბინების გაყიდვები 35%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ითაა მომატებული. ამ პერიოდში მოთხოვნა ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 153%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობამ 11%-ით მოიმატა.

გარეუბნებში ფასი 9%-ით, ქალაქის ცენტრში კი – 16%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რაც შეეხება ბათუმს, Colliers Georgias-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 47%-ითაა გაზრდილი. ახალაშენებული ბინების შემთხვევაში 45%-იანი მატებაა, ძველ ბინებზე კი 70%-ი. ზრდა, ძირითადად, მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში ფიქსირდება. რაც შეეხება ფასებს, მიმდინარე წლის აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი, 3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 18%-ით.