
„თანამდებობაზე შეგიძლიათ, დარჩეთ იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებთ“- დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მას შეუძლია, დარჩეს თანამდებობაზე იმდენ ხანს, რამდენიც სურს.
თეთრ სახლში კაბინეტის წევრების შეხვედრაზე ილონ მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან 100 დღის განმავლობაში „უზარმაზარი საქმე გაკეთდა“.
„ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა დაცულ საზღვრებს, უსაფრთხო ქალაქებსა და გონივრულ ხარჯებს და, სწორედ ეს მიიღო“, – განაცხადა ილონ მასკმა.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ილონ მასკს უთხრა, რომ შეუძლია, თანამდებობაზე დარჩენა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებს.
„თქვენ უდიდესი დახმარება გაგვიწიეთ. ბევრს თვალი აუხილეთ იმაზე, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს. გვინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ შეგიძლიათ, დარჩეთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოისურვებთ. მას სახლში სურს დაბრუნება თავის მანქანებთან. თქვენ წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულეთ, ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.