
თაღლითი და უაღრესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას პასუხის გაცემის ნებას არ აძლევდა – მხოლოდ თავდაცვის საშუალებას აძლევდა-ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე საუბრობს.
მისი თქმით, ომის მოგება დამპყრობლის ტერიტორიაზე თავდასხმის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე. ეს ჰგავს შესანიშნავ გუნდს სპორტში, რომელსაც შესანიშნავი დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის უფლება არ ეძლევა. გამარჯვების შანსი არ არსებობს! ზუსტად ასეა უკრაინასა და რუსეთს შორის. თაღლითი და უაღრესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას პასუხის გაცემის ნებას არ აძლევდა – მხოლოდ თავდაცვის საშუალებას აძლევდა. რა შედეგი მოიტანა ამან? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი – ნულოვანი შანსი. საინტერესო დრო გველის წინ!“ – წერს ტრამპი.