ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. შეხვედრაზე დაგეგმილია მადრიდში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, ენერგოუსაფრთხოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხების განხილვა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი სწორედ რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი მსგავსი დონის შეხვედრა, რომელსაც ნატო […]
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტ-წლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატოს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება – მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, […]
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ. მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის. „მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის“, – […]
ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი. „ჩემი გზავნილია, რომ ეს არის მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ […]
აშშ-ის ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების ავტორების თანახმად, მათ სჯერათ, რომ საქართველოს ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს მათი საერთო ევროპული ოცნების ასრულების შანსს. „საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო […]
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში 20 ივნისს გამართული აქციის “შინ ევროპისკენ” ფოტოს აქვეყნებს და საქართველოს რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერას ჰპირდება. “შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში”- წერს საელჩო.