დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში კონკრეტულ ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად აზიანებენ. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში სკვერებსა და პარკებში დაზიანდა განათების ბოძები. კახა კალაძემ ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მიმართა, რომ ეს უმძიმესი დანაშაულია და მოქალაქეებს საფრთხის ქვეშ აყენებენ. „ვანდალიზმის ფაქტები ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მტკივნეულია ქალაქისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ფაქტები, როდესაც ახლად […]