ბუქარესტში დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. შეხვედრაზე დაგეგმილია მადრიდში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის, უკრაინაში მიმდინარე ომის, ენერგოუსაფრთხოებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხების განხილვა. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი სწორედ რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი მსგავსი დონის შეხვედრა, რომელსაც ნატო […]
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტ-წლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატოს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება – მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ […]
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ. მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის. „მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის“, – […]
ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 15-16 ივნისს გამართულ მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები მნიშვნელოვნად თვლიან პარტნიორობის გაძლიერებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინაშე […]