1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ პოლარიზაცია -გერმანიის საგარეო უწყება
სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ პოლარიზაცია -გერმანიის საგარეო უწყება

სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ პოლარიზაცია -გერმანიის საგარეო უწყება

910
0

გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო, რომლებიც უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. გერმანია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მომდევნო მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და პოლარიზაცია. არჩევნების შედეგების დამუშავება და მთავრობის ფორმირება ასევე აისახება ევროპულ გზაზე საქართველოს მომავალ პროგრესზე“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეუთო/ოდირმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება დღეს გამოაქვეყნა. პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა. როგორც ალიზარდმა აღნიშნა, „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“.