სომხეთი არის არსებითად ფაშისტური სახელმწიფო და საფრთხის წყარო რეგიონისთვის -ილჰამ ალიევი
1.11K
0
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთი „ფაშისტურ სახელმწიფოდ“ და „რეგიონისთვის საფრთხის წყაროდ“ მოიხსენია. ამის შესახებ ილჰამ ელიევმა აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
ალიევის თქმით, სომხეთი ფაქტობრივად არის საფრთხის წყარო რეგიონისთვის, ხოლო სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო „არსებითად არის ფაშისტური სახელმწიფო“. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდნენ ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები.
„ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
სომხეთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებებზე.