1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სხვა მოლოდინი მე არ მქონია, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას” – ნეკა დოროყაშვილი

“სხვა მოლოდინი მე არ მქონია, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას” – ნეკა დოროყაშვილი

“სხვა მოლოდინი მე არ მქონია, ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას” – ნეკა დოროყაშვილი
2.29K
0

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ნატალია ნაჭყებიას წინააღმდეგ სარჩელს მოამზადებს.

მისი თქმით,  სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას ჩვენების მიცემის დროს ადგილი ჰქონდა ცილისწამებას.

,,მე არ მქონია სხვა მოლოდინი, რადგან დაცვის მხარის პოზიცია 2 წელია ბრალს არ აღიარებენ, შესაბამისად, სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს ჩემს დისკრედიტაციას – რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან, ის გრძელდება. ბევრ ნაწილში ჰქონდა ადგილი ცილისწამებას,  მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს მოვამზადებ აუცილებლად. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თითქმის ყველაფერი ცრუ ინფორმაცია მოვისმინე. მეც მაქვს ტელეფონში მინაწერები ნატალია ნაჭყებიასთან. მსგავსი მიმოწერები მე პირადად არ მახსენდება. ალბათ, დადგება ამის ავთენტურობის საკითხი. ასევე ადგილი ჰქონდა ცილისწამებას. ბევრ ნაწილში ჰქონდა ცილისწამებას ადგილი, მე მოვინიშნე ეს დეტალები და სარჩელს აუცილებლად მოვამზადებ.

ეს მინაწერები, სამწუხაროდ, არ მეცნო. მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გავმეორდები, სხვა მოლოდინები არ მქონდა, იმიტომ რომ მათ ეს პოზიციაა აქვთ, ორი წელია არ აღიარებენ ბრალს.

ცილისწამებას რაც შეეხება, კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და ქალბატონ ნატალიას აუცილებლად მოვთხოვ პასუხს“,- განაცხადა დოროყაშვილმა

 ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა. მან დეტალურად მოჰყვა ნელი დოროყაშვილთან მის ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ყოფილ რძალთან თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მან პროცესზე ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა.

“გუშინ იგივე დეპრესია დამეწყო. გიორგი ნარსიას რომ მიხსენებენ, ასე მემართება და რა ვქნა? ქორწილში ეგ რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა, ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ეს ჩვენი მეჯვარე იყოს. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა ამ ოჯახს, თორემ მერე თქვენი სირცხვილი იქნება. ვერ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში, თან მე ძალიან მემჩნევა სახეზე ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით. ეგ თუ დარჩა მეჯვარედ. ნიკას ახალ არ ვეუბნები არაფერს, ვუთმენ სანამ ჩამოვა. რომ ჩამოვა დაელაპარაკეთ და ერთი მეჯვარე ჰყავდეს“,- წერს დოროყაშვილი ნაჭყებიას.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.