1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სიღარიბე ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შეამცირა და გაანახევრა” – მამუკა მდინარაძე
“სიღარიბე ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შეამცირა და გაანახევრა” – მამუკა მდინარაძე

“სიღარიბე ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შეამცირა და გაანახევრა” – მამუკა მდინარაძე

311
0

ეკონომიკის დაწერილი და დაუწერელი სტანდარტია, რომ ინფლაცია არის ყველა ქვეყანაში, მაგრამ ამ ინფლაციის კვალდაკვალ არის სხვა ინდიკატორები და საერთო ინდიკატორი არის სიღარიბე გაიზარდა თუ შემცირდა. სიღარიბე ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შეამცირა, გაანახევრა. 30%-დან ჩამოიყვანა 15%-მდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დინამიკა გვაქვს ძალიან კარგი, თუმცა 15% ამ ქვეყნის მოსახლეობის არის ძალიან ბევრი და კვლავ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ. ამ ასეულობით ათასი ადამიანიდან ყოველთვის შეიძლება 10-20 ადამიანი იპოვო და ყოველდღე სიუჟეტები აკეთო. ამ სიუჟეტზე ორიენტირებული სპეკულაციით დაკავებული ადამიანები არიან და ამ გაჭირვებული ადამიანების ემოციებზე ასე ბინძურად თამაშობენ. ამ დროს პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე, საით დგანან, ღირსება, იდეოლოგია, ღირებულებები მათი სად არის, ლგბტ პროპაგანდის მხარეს თუ იმ მხარეს, სადაც ამის პრევენცია უნდა მოხდეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.