1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება -შალვა პაპუაშვილი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება -შალვა პაპუაშვილი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება -შალვა პაპუაშვილი

0

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი საქართველოში შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით არ იყოს ურთიერთობების ესკალაციის წაქეზება.

„ეს სამმართველო მოიტანს, და გვაჩვენებს შედეგებიც, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზე არიან გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყოველგვარი ღია დისკუსია. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და ჩვენი უსაფრთოხებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, არ იყოს სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციის წაქეზება.

ამასთან, მეორე, რასაც ეს მოიტანს, არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია, შეიძლება, ცოტა გამოსწორდეს. დღეს ქართველების თვალში სიძულვილი ასოცირებულია ​პროევროპულობასთან. ვხედავთ, რომ ვინც იბრალებს პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოცმედიაში და არამხოლოდ. ამიტომ, რაც ზიანდება ამით, არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ევროკავშირს თუკი არ უნდა, კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასა და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, ევროკავშირიც გულშემატკივარი უნდა იყოს ამ წამოწყების, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ, რა სურთ. გავიგეთ, რომ ლანძღვა-გინება კარგად ცოდნიათ. ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახავთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.