1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა

92
0

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე1995 წელს დაბადებული ს.თ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურემ, ს.თ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ”, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.