1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა – პესკოვი
შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა – პესკოვი

შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა – პესკოვი

203
0

შავი ზღვა არასდროს იქნება ნატო-ს ზღვა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. აღნიშნულით პესკოვი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედებისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ნატო-ს ზღვა, ის, რაც უკვე გახდა ბალტიის ზღვა“.