1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სევასტოპოლში, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 151 კი დაშავდა
სევასტოპოლში, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 151 კი დაშავდა

სევასტოპოლში, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 151 კი დაშავდა

134
0

სევასტოპოლში, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 151 კი დაშავდა. დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ეგრეთ წოდებული გუბერნატორის მტკიცებით, იერიში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკის სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო.

ვრცელდება ცნობა, რომ სარაკეტო იერიშის შემდეგ ყირიმის ხიდი ჩაიკეტა. ოკუპირებულ ყირიმში სამოქალაქო ობიექტებთან რუსული ძალების მობილიზება დაიწყო. სევასტოპოლზე თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინის მხარე კომენტარს ჯერ არ აკეთებს, რუსეთში კი ამტკიცებენ, რომ კიევმა სევასტოპოლზე დარტყმა შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული რაკეტებით განახორციელა.

„კიევის რეჟიმმა ზაფხულის ამ მშვენიერ დღეს, როცა ხალხი პლაჟზე ისვენებდა, ტერორისტული თავდასხმა ამერიკული წარმოების კასეტური ბომბებით მოაწყო. მაშინვე დამირეკა პრეზიდენტმა პუტინმა. მან დაღუპულებისა და დაშავებულების გამო სამძიმარი გამოთქვა. ფედერალური სამსახურებს დავალება მიეცათ სევასტოპოლისთვის საჭირო დახმარების გასაწევად. დავალების აღსრულება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟევმა.