1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვები ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვან
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვები ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვან

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვები ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვან

1.18K
0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვები ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაუსვან.

„თქვენ უნდა დაურეკოთ ბატონ ზელენსკის, რადგან წელიწად-ნახევრის წინ მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს მთავრობასთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ყოველგვარ მოლაპარაკებას. ეს ცნობილი ფაქტია“, – განაცხადა ლავროვმა დოჰას ფორუმზე ონლაინგამოსვლისას.

მისივე თქმით, უკრაინას 2022 წლის მარტსა და აპრილში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე“ სიტუაციის პოლიტიკური დარეგულირების „შანსი“ ჰქონდა.

ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაძლიერდა და ეს არის აშშ-ის მიერ უკრაინის ხელით გაჩაღებული სამხედრო მოქმედებების მთავარი შედეგი.

„აშშ-ის მიერ უკრაინის ხელით დაწყებული რუსეთის წინააღმდეგ ომის შედეგი უკვე ჩანს. თქვენ ახსენეთ ნატო-ს გაფართოება, მაგრამ მთავარი შედეგი ჩვენთვის და სხვათა შორის, სხვებისთვისაც, ვინც ამას მოგვიანებით იგრძნობს, არის ის, რომ რუსეთი უკვე გაცილებით გაძლიერდა, ვიდრე იყო ამ მოვლენებამდე“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ასე იქნება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც.

ამასთან ერთად, ლავროვმა ღაზასა და ისრაელში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს პოლიტიკურ ზეწოლას ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავაგრძელოთ ეს პოლიტიკური ზეწოლა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. დიპლომატიის იმედი ყოველთვის არსებობს. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ ძალადობის მიმდინარე ტალღის დაწყებიდან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, ისევე, როგორც ვგმობთ ნებისმიერ ტერორისტულ თავდასხმას. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ამ მოვლენის გამოყენება მილიონობით პალესტინელის კოლექტიური დასჯისთვის მშვიდობიან მოქალაქეებზე განურჩეველი თავდასხმებით“, – აღნიშნა ლავროვმა.