1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

91
0

 

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 39 663 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი. დანარჩენი 15 255 წევრის დანიშვნა კი უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, შესაძლებელია განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.

 

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.

 

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. მათ შორის გამოცდები ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე (განკარგულება №106/2025 – 05.08.2025).

https://cesko.ge/ge/kanonmdebloba/tseskos-samartlebrivi-aqtebi/gankargulebebi/singleview/11036602-gankarguleba-1052025-05082025