1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდა
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ  პირებს  გირაო შეუფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდა

119
0

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი წულაიას 5 000 ლარი, ხოლო გიორგი დუშენკოს, მარიამ ოთინაშვილის, თამარ კორტავას, ინგა პაპუნაშვილი-გაბელია, ვახტანგ გაბელაიას და ალექსანდრე ცნობილაძის მიმართ 3 000-3 000 ლარიანი გირაოს ოდენობა განისაზღვრა.

დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 დეკემბერი 16:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ბრალდებულებმა – ი.წ.-მ, გ.დ.-მ, მ.ო.-მ, თ.კ.-მ, ი.პ.-მ, ა.ც.-მ, ვ.გ.-მ წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.