1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოში უვიზოდ შემოსვლას დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ – ჩამონათვალი
საქართველოში უვიზოდ შემოსვლას დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ – ჩამონათვალი

საქართველოში უვიზოდ შემოსვლას დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ – ჩამონათვალი

818
0

მიმდინარე წლის 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ – ამის შესახებ ირკვევა მთავრობის დადგენილებიდან.

„იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა;
განის რესპუბლიკა;
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;
ერიტრეას სახელმწიფო;
იემენის რესპუბლიკა;
კამერუნის რესპუბლიკა;
კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა;
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
მაროკოს სამეფო;
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;
პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
სომალის ფედერაციული რესპუბლიკა;
სირიის არაბთა რესპუბლიკა;
სუდანის რესპუბლიკა;
ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა;
უგანდის რესპუბლიკა.