
“საქართველოში მომდევნო კვირა ნაკლებ ნალექიანი იქნება”- გარემოს ეროვნული სააგენტო
“საქართველოში მომდევნო კვირა ნაკლებ ნალექიანი იქნება, თუმცა მაისის ბოლომდე შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“18 მაისის ღამის საათებში, შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
მაღალი ტემპერატურის ფონი იყო გუშინ, დღისით +30-32 გრადუსი, დაიკლო დღეს, ტემპერატურის დაკლება გაგრძელდება 19 მაისის ჩათვლით, ამიტომ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერების გამო, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, ნალექი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეწყდება და გამოიდარებს, მათ შორის, დედაქალაქში.
კვირის განმავლობაში შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება მკვეთრად შესუსტდება. აქტიური იქნება სამხრეთიდან თბილი ჰაერის გადმოტანა.
ამ კვირის განმავლობაში, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, მათ შორის, დედაქალაქშიც”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.