საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
328
0
18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი. საანგარიშო პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 508 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 245 ტესტი.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 13.81%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის – 12.35%.