1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოში არცერთი რუსი ჯარისკაცი აღარ იყო 2007 წელს, როგორ მოახერხა უგუნურმა და გამყიდველმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით?-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში არცერთი რუსი ჯარისკაცი აღარ იყო 2007 წელს, როგორ მოახერხა უგუნურმა და გამყიდველმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით?-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში არცერთი რუსი ჯარისკაცი აღარ იყო 2007 წელს, როგორ მოახერხა უგუნურმა და გამყიდველმა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით?-ირაკლი ღარიბაშვილი

79
0

უხერხულია, როცა გმირი ჯარისკაცების საფლავთან ვდგავართ და ვსაუბრობთ თარიღთან დაკავშირებით მაშინ, როცა წინა ხელისუფლება, 2013 წლის ჩათვლით, 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს, დღეს რა შეიცვალა? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, თარიღთან დაკავშირებული სპეკულაციები მიმართული არის შემდეგი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად მოახდინონ მთავარი აქცენტის გადატანა.

„შეგახსენებთ ყველას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო სასამართლოში დაიცვა ბოლომდე, უკომპრომისოდ ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ჯარისკაცების ინტერესები. სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველა სასამართლო მოვიგეთ პირწმინდად. მინდა, ჯერ კიდევ ამ უპასუხისმგებლო ოპონენტებს მივმართო, რომლებიც ბედავენ, ის ადამიანები, რომლებიც არიან შემოქმედნი ამ უბედურების და ტრაგედიის, ბედავენ თარიღთან დაკავშირებით მანიპულაციებს და სპეკულაციებს. რუსეთის ფედერაციამ 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია. არცერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში აღარ იყო 2007 წელს. როგორ მოახერხა ამ უგუნურმა და გამყიდველმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში დააბრუნა უფრო დიდი ძალით? როცა შენ ხარ ხელისუფლება, როცა შენ გაქვს ძალა იმისა, რომ ეს ყველა რისკი გათვალო შესაბამისად, შენს ხალხს აარიდო, ომი იქნება თუ ნებისმიერი ესკალაცია, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი ჩვენი ტერიტორიების“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.