საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა
432
0
საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ლია მიქაძე დაიბადა 1936 წლის 3 მაისს, თბილისში. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში.
ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.