"ძლიერ და მდგრად საზოგადოებას ოთხი რამ ქმნის და ინარჩუნებს:
1. სიყვარული
2. გონიერება
3. პასუხისმგებლობა
4. მეხსიერება
პირველი - საერთო მიზანს გამაერთიანებელი სიყვარულით გამსჭვალული ერთობა დასახავს და მიაღწევს;
მეორე - რასაც დაისახავს, მის არსებასა და მიღწევის ალგორითმს (გადასადგმელ ნაბიჯთა მნიშვნელობასა და თანმიმდევრობას) კარგად გაიაზრებს და, თუ საჭირო გახდა, მომენტისა თუ ვითარებისთვის უფრო შესაფერისი რაციონალურობით შეცვლის);
მესამე - თითოეული მონაწილე (მოქალაქე) საკუთარ თავს მოსთხოვს პასუხს წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც;
მეოთხე - ადამიანები არასდროს დაივიწყებენ მთავარ ღირებულებებს, რომელთა გამოც და რომლებზე დაყრდნობითაც შექმნეს საზოგადოება.
ერთი ნიშანიც რომ დააკლდეს, საზოგადოება რღვევას იწყებს - ერთიანი მიზნის ნაცვლად მის შიგნით (სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფთა ინტერესებზე დაყრდნობით) ბევრი მიზანი ჩნდება, რაც გაუთავებელი კონფრონტაციისა და მომაკვდინებელი დაპირისპირების საშიშროებას კი არა - გარანტიას ქმნის.
საქართველოს სიფრთხილეც და გაბედულებაც მართებს, რომ საზოგადოება არ დაკარგოს.
აქედან სახელმწიფოს დაკარგვამდე ერთი პატარა ნაბიჯია." - წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია



