
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა
157
0
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.
“საქართველოს კონტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუქტის „გ” ქვეპუნტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის N05/08/01 განკარგულებაში.