1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის წარმომადგენელმა აცნობა, რომ დღეს ინტერვიუ ვერ შედგება და ინტერვიუ შესაძლებელია, დაიგეგმოს სამშაბათს, ან ოთხშაბათს

საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის წარმომადგენელმა აცნობა, რომ დღეს ინტერვიუ ვერ შედგება და ინტერვიუ შესაძლებელია, დაიგეგმოს სამშაბათს, ან ოთხშაბათს

62
0

საქართველოს პირველი არხის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტს დაეთმოს ეთერი ინტერვიუსთვის. თავის მხრივ პრეზიდენტმა, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის, მისცეს ინტერვიუ პირველ არხს.

პირველი არხი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განუცხადა, რომ არხი მზად არის, დაუყოვნებლივ მოიწვიოს იგი პირდაპირ ეთერში.

რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ დღეს ინტერვიუ ვერ შედგება და ინტერვიუ შესაძლებელია, დაიგეგმოს სამშაბათს, ან ოთხშაბათს.