1. Home
  2. TOP სიაჼლე
  3. âšœđŸ‡ŹđŸ‡Ș áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ნაკრებმა ერთა ლიგის áƒ›áƒáƒąáƒ©áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მზადება დაიწყო
âšœđŸ‡ŹđŸ‡Ș áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ნაკრებმა ერთა ლიგის áƒ›áƒáƒąáƒ©áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მზადება დაიწყო

âšœđŸ‡ŹđŸ‡Ș áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ნაკრებმა ერთა ლიგის áƒ›áƒáƒąáƒ©áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მზადება დაიწყო

77
0

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒ€áƒ”áƒźáƒ‘áƒŁáƒ áƒ—áƒ”áƒšáƒ—áƒ ნაკრებმა áƒŁáƒ”áƒ€áƒáƒĄ ერთა ლიგის áƒ›áƒáƒąáƒ©áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მზადება დაიწყო. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის áƒźáƒ”áƒšáƒ›áƒ«áƒŠáƒ•áƒáƒœáƒ”áƒšáƒáƒ‘áƒ˜áƒ—, გუჹინ საგურამოს ბაზაზე თერთმეჱმა áƒ€áƒ”áƒźáƒ‘áƒŁáƒ áƒ—áƒ”áƒšáƒ›áƒ ივარჯიჹა, áƒȘამეჱი მოთამაჹე კი გუნდს დჩეს ჹეუერთდება.

საბა áƒ’áƒáƒ’áƒšáƒ˜áƒ©áƒ˜áƒ«áƒ˜áƒĄ, ლუკა გადრანისა და ჹოთა ნონიკაჹვილის საჼით, ეროვნულ ნაკრებჹი სამი დებიუჱანჱია, ირაკლი აზაროვი კი რამდენიმეთვიანი პაუზის ჹემდეგ ისევ áƒ’áƒáƒ›áƒáƒ˜áƒ«áƒáƒźáƒ”áƒĄ.

„განწყობა, როგორáƒȘ ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის áƒ©áƒ”áƒ›áƒžáƒ˜áƒáƒœáƒáƒąáƒ˜áƒĄ ჹემდეგ. გვიჼარია ისევ ერთად ყოჀნა. ვემზადები აჼალი ერთა ლიგისთვის, რომელიáƒȘ ძალიან მნიჹვნელოვანია áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ. ვეáƒȘდებით, კარგ Ⴠორმალი ჹევჼვდეთ მოაჼლოებულ áƒ›áƒáƒąáƒ©áƒ”áƒ‘áƒĄ.

áƒ©áƒ”áƒźáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ ნაკრები ძალიან რთული áƒ›áƒ”áƒąáƒáƒ„áƒ” იყო ევროპის áƒ©áƒ”áƒ›áƒžáƒ˜áƒáƒœáƒáƒąáƒ–áƒ”. áƒ€áƒ˜áƒ–áƒ˜áƒ™áƒŁáƒ áƒáƒ“ ძლიერი გუნდია. ველოდებით ბევრ áƒáƒ áƒ—áƒáƒ‘áƒ áƒ«áƒáƒšáƒáƒĄ და áƒ©áƒáƒŹáƒáƒ“áƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒĄ მათი მჼრიდან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ალბანეთჹიáƒȘ ძალიან რთული ჹეჼვედრა იჄნება. áƒ›áƒáƒ„áƒĄáƒ˜áƒ›áƒáƒšáƒŁáƒ áƒ˜ მზადყოჀნა იჄნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი ჹედეგით დავასრულოთ ეს ჹეჼვედრები.

დიდი მადლობა მინდა გადავუჼადო თითოეულ გულჹემაჱკივარს, ვინáƒȘ მთელი გულით იზიარებს იმ სიჼარულს, რომელიáƒȘ áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒáƒœáƒáƒĄ მოვუჱანეთ და გვერდჹი გვიდგას. ვეáƒȘდებით, რომ წარმაჱებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთჼელ ვაჩვენოთ გულჹემაჱკივარს, რომ ლეგვიძლია კარგი თამაჹის ჩვენება და ჹედეგის მიჩწევა“, – აჩნიჹნა ნაკრების წევრმა ოთარ კიჱეიჹვილმა.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ – áƒ©áƒ”áƒźáƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ ჹეჼვედრა ჹაბათს, 7 áƒĄáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ, მიჼეილ მესჼის სჱადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. áƒ›áƒáƒąáƒ©áƒ–áƒ” დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

დაჼურვა